„საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“
საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად

მაფრთხილებელი მიმთითებელი დამატებითი ინფორმაციის
პრიორიტეტის საინფორმაციო-მაჩვენებელი შუქნიშნის სიგნალები
ამკრძალავი სერვისის საგზაო მონიშვნები

    საგზაო    ნიშნები    მოძრაობის    უსაფრთხოების   მოწესრიგებისა     და უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საშუალებად ითვლება. ისინი აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სახვადასხვა სახიფათო უბნებთან მიახლოების თაობაზე, აწესრიგებენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილების გადაკვეთისა და გზის ვიწრო უბნის გავლის თანმიმდევრობას, ზღუდავენ ან კრძალავენ ქუჩებისა და გზების ცალკეულ უბნებზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ნებას რთავენ იმოძრაონ გარკვეული მიმართულებით, აზუსტებენ ძირითადი ნიშნების მოქმედების ზონას, დროს, მანძილს ობიექტამდე ან ზღუდავენ მათ მოქმედებას.
   საგზაო ნიშნები ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და 23457-86 სტანდარტის მიხედვით იყოფა 7 ჯგუფად. ესენია: მაფრთხილებელი, პრიორიტეტის, ამკრძალავი, მიმთითებელი, საინფორმაციო-მაჩვენებელი, სერვისის (მომსახურების) და დამატებითი იფორმაციის ნიშნები. ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალებების აღნიშვნის მიზნით მათზე მაგრდება საცნობი ნიშნები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებში გამოყოფილია ცალკე ჯგუფად.   ყველა ნიშანს მიკუთვნებული აქვს თავისი ნომერი (ინდექსი), რომელიც ორი რიცხვისაგან შედგება. პირველი რიცხვი უჩვენებს ჯგუფს, ხოლო მეორე - ნიშნის რიგით ნომერს ჯგუფის შიგნით.
   ნიშნის ყოველ ჯგუფს აქვს განსაზღვრული ფორმა და ფერი, რაც მნიშვნელოვან მანძილზე მათი გამოცნობის საშუალებას იძლევა. საგზაო ნიშნები გამოიყენება, როგორც სტაციონალურ, ისე დროებით სადგარზე. თუ სტაციონარული და დროებითი საგზაო ნიშნების მოთხოვნები ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით. ასევე თუ სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლები ხელმძღვანელობენ საგზაო ნიშნებით.