დამატებითი ინფორმაციის ნიშნები Print

   დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) აზუსტებენ ან ზღუდავენ იმ ნიშნების მოქმედებას, რომელთანაც ისინი გამოიყენებიან.

    დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) წარმოადგენენ თეთრი ფერის სწორკუთხედს შავი არშიით და შავი, წითელი ან ყვითელი აღნიშვნებით.  

დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) თავსდება უშუალოდ იმ ნიშნის ქვემოთ, რომელთანაც ის გამოიყენება. 7.2.2-7.2.4, 7.13 დაფები თავსდება ნიშნის გვერდით, თუ ეს ნიშანი განლაგებულია სავალი ნაწილის, გზისპირის ან ტროტუარის ზემოთ.



 1

7.1.1 „მანძილი ობიექტამდე“

მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).
2

7.1.2 „მანძილი ობიექტამდე“

მიუთითებს მანძილს 2.4 „დაუთმე გზა“ ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ უშუალოდ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.5 „გაუჩერებლად გავლა აკრძალულია“.

.

3 7.1.3 „მანძილი ობიექტამდე“ 
მიუთითებს მანძილს გზიდან  მარჯვენა მხარეს მდებარე ობიექტამდე.
4 7.1.4 „მანძილი ობიექტამდე“ 
მიუთითებს მანძილს გზიდან  მარცხენა მხარეს მდებარე ობიექტამდე.
5

7.2.1 „მოქმედების ზონა“

მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას.

6

 7.2.2 „მოქმედების ზონა“

7.2.2      მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას. 

 

7

 7.2.3 „მოქმედების ზონა“

7.2.2      მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონის      დასასრულს.

.

8

7.2.4 „მოქმედების ზონა“

7.2.2      მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27- 3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. 
9

7.2.5 „მოქმედების ზონა“

7.2.2   მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და  ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ . 

 

10

 7.2.6 „მოქმედების ზონა“

მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების მიმართულებასა და ზონას, დგომისა და  გაჩერების აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის  გასწვრივ.

11

 7.3.1 „მოქმედების მიმართულება“

მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე ნიშანზე აღნიშნული ობიექტისაკენ.
12

7.3.2 „მოქმედების მიმართულება“

მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარცხნივ ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე ნიშანზე აღნიშნული ობიექტისაკენ.
13

7.3.3 „მოქმედების მიმართულება“

მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ და მარცხნივ.   

.

14

7.4.1 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“

ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილებზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას აღემატება.
15

7.4.2 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“

ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ყველა სახის მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე და ტრაქტორებზე, აგრეთვე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ახორციელებენ ბუქსირებას.
16

7.4.3 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“

ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მსუბუქ ავტომობილებზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონაზე ნაკლებია.
17

7.4.4 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“

ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ავტობუსებზე, აგრეთვე იმ სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც მოწყობილია მგზავრთა გადასაყვანად.  
18

7.4.5 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“

ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ყველა სახის ტრაქტორებზე და თვითმავალ მანქანებზე. 

 

19

 7.4.6 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“

ნიშნის მოქმედებას ავრცელებს მოტოციკლებზე და ოთხთვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა წონა დაუტვირთავად არ აღემატება 400 კილოგრამს.

20

7.4.7 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“

ნიშნის მოქმედებას ავრცელებს ველოსიპედებზე. 

21

7.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა“

ნიშნის მოქმედებას ავრცელებს საცნობი ნიშნით „საშიში ტვირთი“ აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე.

 

 22

7.5.1 „შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები“

მიუთითებს, რომ ნიშანი მოქმედებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში.
23

7.5.2 „სამუშაო დღეები“ 

მიუთითებს, რომ ნიშანი მოქმედებს კვირის სამუშაო დღეებში. 

24

7.5.3 „კვირის დღეები“

მიუთითებს კვირის  კონკრეტულ დღეებს, რომელთა  განმავლობაში მოქმედებს ნიშანი. 
25

7.5.4 „მოქმედების დრო“

მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.

26 7.5.5 „მოქმედების დრო“  .5.4, 7.5.6 და 7.5.7  დაფები მიუთითებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში დღე-ღამის    დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.
27

7.5.6 „მოქმედების დრო“ 

მიუთითებს კვირის სამუშაო დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.
 28

7.5.7 „მოქმედების დრო“ 

მიუთითებს კვირის კონკრეტულ დღეებში დღე-ღამის დროზე, როდესაც მოქმედებს ნიშანი.


 

29

7.6.1 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“

მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ.
30

7.6.2 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“

მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
31

7.6.3 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“

მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
32

7.6.4 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“

მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე  სადგომზე. 

 

33 7.6.5 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“   მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
34

7.6.6 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“

მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
35

7.6.7 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“

მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.
36

7.6.8 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“

მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.


 

37

 7.6.9 „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი“

მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე  სადგომზე.
38

7.7 „დგომა გამორთული ძრავით“

მიუთითებს, რომ 5.15 „დგომის ადგილი“ ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავით.

39

7.8 „ფასიანი მომსახურება”

მიუთითებს, რომ მომსახურება წარმოებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით.
40

7.9 „დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა

მიუთითებს 5.15 “დგომის ადგილი“ ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებათა დგომის მაქსიმა­ლურ ხანგრძლივობაზე.
 41

7.10 „ავტომობილის დათვალიერების ადგილი”

დაფა მიუთითებს, რომ   5.15   ან   6.11  ნიშნებით მითითებულ მოედნებზე მოწყობილია ესტაკადა ან დასათვალიერებელი ორმო.

42

7.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა”

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა­ტება დაფაზე მითითებულს.
43

7.12 „სახიფათო გზისპირი”

მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, და გამოიყენება 1.23 „საგზაო სამუშაოები“ ნიშანთან ერთად. 

 

44

7.13. „მთავარი გზის მიმართულება” 

მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე და გამოიყენება გზაჯვარედინის წინ დადგმული 2.1 „მთავარი გზა“, 2.4 „დაუთმე გზა“, და 2.5 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ ნიშნებთან ერთად.

 

45

7.14 „მოძრაობის ზოლი”

გამოიყენება ამკრძალავ და მიმთითებელ ნიშნებთან ერთად და მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც  ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება.

46

7.15 „უსინათლო ქვეითი”

7.15   მიუთითებს, რომ ქვეითთა გადა­სასვლელით სარგებლობს უსინათლო და გამოიყენება ქვეითთა გადასასვლელის აღმნიშვნელ 1.20,  5.16.1, ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად.
47

7.16 „სველი საფარი”

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია.

48

7.17 „ინვალიდი”

მიუთითებს, რომ 5.15 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებ­ზეც დადგმულია საცნობი ნიშანი „ინვალიდი”.

49

7.18 „გარდა ინვალიდისა”

მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებზეც დადგმულია საცნობი ნიშანი „ინვალიდი”. 

50

7.19 საშიში ტვირთის კლასი

მიუთითებს საშიში ტვირთის კლასის (კლასების) ნომერს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, რომელთა გადამტან სატრანსპორტო  საშუალებებზე  ვრცელდება ნიშნის მოქმედება.