საგზაო მონიშვნები Print

    ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნები სავალ ნაწილზე) აწესებს მოძრაობის გარკვეულ რეჟი­მებსა და წესრიგს. ჰორიზონტალური მონიშვნა თეთრი ფერისაა, გარდა ყვითელი ფერის 1.4, 1.10 და 1.17 ხაზებისა.

1 1.1. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს.1.1   ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1  ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

 

2 1.2. მთლიანი ფართო ხაზი აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2 ხაზის გადაკვეთა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
3 1.3. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი აქვს.1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

 

4 1.4. აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი­ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

 

5 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

 

6 1.6. მიახლოების ხაზი(წყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანს­პორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.6 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

 

7 1.7. წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან. 

 

8 1.8. განიერი წყვეტილი ხაზი - აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლს შორის (გზაჯვარედინზე, სხვადასხვა დონეზე გზების გადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერების ზონაში და სხვა). 1.8 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან. 

 

9 1.9. აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს, ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშნები) გზებზე, რომლებიც რევერსულად წესრიგდება.

1.9. ხაზის გადაკვეთა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ის მძღოლისაგან მარჯვნივ მდებარეობს და რევერსული შუქნიშანი არ არის ან გამორთულია. როდესაც ჩართულია რევერსული შუქნიშანი, 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის ყოფს ზოლებს, რომლებზედაც მოძრაობა ნებადართულია ერთი მიმართულებით. რევერსული შუქნიშნის გამორთვის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაადგილდეს მარჯვნივ - 1.9 ხაზის იქით. თუ გამორთულია რევერსული შუქნიშანი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი 1.9 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია 

10 1.10. აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.


 

11 1.11. ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე­ლს და . ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს.1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას. 
12 1.12. „სდექ ხაზიაჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, ან შუქნიშნის და  მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე.
13 1.13. აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადაmკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

 

14

1.14.1 („ზებრა”) აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს 

15 1.14.2 („ზებრა”) აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს; 1.14.2 მონიშვნის ისარი უჩვენებს ქვეითთა მოძრაო­ბის მიმართულებას.

 

16 1.14.3. აღნიშნავს ქვეითთა გადასასვლელს, სადაც მოძრაობა წესრიგდება შუქნიშნით. 

 

17 1.15. აღნიშნავს ადგილს, სადაც საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს. 

 

18 1.16.1–1.16.3. აღნიშნავს მიმმართველ კუნძულებს სატრანსპორტო ნაკადების გაყოფის ან შეერთების ადგილზე.

 

19 1.17. აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებi და ტაქსის სადგომს.

 

20

1.18. აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1, 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა უახლოეს სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა 

21 1.19 აფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან (მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა) ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.18.1–1.18.3 ნიშნებთან შეერთებით.

 

22

1.20. აფრთხილებს 1.13 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ.

23 1.21. წარწერასდექაფრთხილებს 1.12 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ,

         თუ ის გამოიყენება 2.5 ნიშანთან შეერთებით. 

24 1.22. აჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს.
 25 1.23. აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.