სერვისის ნიშნები Print

    სერვისის ნიშნები საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აძლევენ ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის მდებარეობაზე.
    სერვისის ნიშნები წარმოადგენს ცისფერი ფონის სწორკუთხედს, რომელზეც დატანილია უფრო მცირე ზომის თეთრი სწორკუთხედი შავი ან წითელი ფერის აღნიშვნებით, ხოლო ნიშნის ქვედა მხარეს ცისფერი ზოლში თეთრი ფერის აღნიშვნებით შეიძლება ნაჩვენები იყოს მანძილი და მიმართულების მაჩვენებელი ისარი ობიექტამდე ან ასევე წარწერა ობიექტის დასახელებით. 

1
6.1. „პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი
მიუთითებს ობიექტს, სადაც შესაძლებელია პირველადი სამედიცინო დახმარების  აღმოჩენა.
2
6.2. „საავადმყოფო
მიუთითებს ობიექტს, სადაც შესაძლებელია დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და  სტაციონარში მოთავსება.
3
6.3. „ავტოგასამართი სადგური
მიუთითებს ობიექტს, სადაც შეიძლება ავტომობილის გაწყობა საწვავ-საპოხი მასალებით.
4
6.4. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება
მიუთითებს ობიექტზე, სადაც შეიძლება ავტომობილს ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება.
5

6.5. „ავტომობილის რეცხვა

მიუთითებს ობიექტს, სადაც შეიძლება ავტომობილის გარეცხვა. 

 

6
6.6. „ტელეფონი
მიუთითებს ტელეფონ-ავტომატის ან კავშირგაბმულობის სამსახურის მდებარეობის შესახებ.
7

6.7. კვების ობიექტი

მიუთითებს კვების ობიექტის მდებარეობის შესახებ.

8
6.8. „სასმელი წყალი
მიუთითებს სასმელი წყლის მდებარეობის შესახებ.
9
6.9 სასტუმრო ან მოტელი
მიუთითებს სასტუმროს ან მოტელის მდებარეობის შესახებ.
10
6.10. „კემპინგი
მიუთითებს ტურისტთა დასასვენებელი ობიექტის მდებარეობის შესახებ.
11 6.11. „დასვენების ადგილი
მიუთითებს გზის მახლობლად დასასვენებელი ადგილის მდებარეობის შესახებ
12
6.12. „საგზაო პოლიციის საგუშაგო
მიუთითებს საგზაო  პოლიციის სტაციონარული საგუშაგოს მდებარეობის შესახებ.