გამოცდა

საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებად.

  1. “A” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.
    “B”, “C” ”,“T1”, “T2,” “T3,”  ან T4“   კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე   მძღოლებს “A”  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა შესაბამისი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

  2. “B” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა  უნდა ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.
      “A”, “C”,“T1”, “T2”, “T3” “ ან T4“ .კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირებს, “B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა ამ კატეგორიის შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე  პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

  3. “C” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს “C” კატეგორიისთვის გადამზადების კურსის გავლის  დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩააბაროს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს მოწმობაში გააჩნია “A” ან “B” კატეგორიის ნებადამრთველი აღნიშვნა იგი აბარებს მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.

  4. “D” კატეგორიის მისაღებად გადამზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდა.
    “D” კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან “B” ან “C”  კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან   ერთი წელის შემდეგ.
    “E” კატეგორიის მართვის უვლების მქონე პირი “D” კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში აბარებს მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.

  5. “E” კატეგორიის მისაღებად გადამზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდა. 
    “ E” კატეგორიაზე გადამზადებული მძღოლები გამოცდებზე დაიშვებიან: 
    ა) “C” კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ;
    ბ) “D”  კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.
    “D” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირი “E” კატეგორიაზე გადამზადების შემთხვევაში აბარებს მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.

  6. "T1" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა  უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.

  7. "T2" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა  უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.

  8. "T3" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა  უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.

  9. "T4" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებად მძღოლობის კანდიდატებმა  უნდა ჩააბარონ მხოლოდ თეორიული გამოცდა.

  10. "ხელით სამართავი ავტომობილის"   კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ თორიული და პრაქტიკული გამოცდა.